სქოულზი: "პიკეს პრემიერლიგაში ათამაშება გაუჭირდება"

სქოულზი: "პიკეს პრემიერლიგაში ათამაშება გაუჭირდება"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, პოლ სქოულზმა "წითელი ეშმაკების" ექს-მცველზე, ჟერარ პიკეზე ისაუბრა, რომელიც ბოლო დროს ყურადღების ცენტრში, კრიტიკის წყალობითაა. სქოულზმა აღნიშნა, რომ პიკეს პრემიერლიგაში დაბრუნება ნაკლებად წარმატებული იქნება.

"მე ყოველთვის მეჩვენებოდა, რომ მას ესპანური ფეხბურთი უფრო უხდება ვიდრე ინგლისური. განსაკუთრებულად მას "ბარსელონას" სტილი უხდება. იყო მცველი ინგლისში არ არის იგივე, როგორც ესპანეთში. მან უკვე ითამაშა "ბარსელონაში" და ესპანეთის ნაკრებში, მაგრამ პრემიერლიგაში დაბრუნების შემთხვევაში ათამაშება გაუჭირდება." - განაცხადა, სქოულზმა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.