"ბარსელონა"-"სელტა". საინტერესო ფაქტები

"ბარსელონა"-"სელტა". საინტერესო ფაქტები

"სელტასთან" საშანაო მატჩში, "ბარსელონამ", "კამპ ნოუზე", ლა ლიგის ბოლო 56 მატჩში პირველად ვერ შეძლო გოლის გატანა. გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს შაბათს გამართული შეხვედრიდან:

  • აქ მატჩამდე, "ბარსელონამ" ბოლოს "კამპ ნოუზე" გოლი 2011 წლის 22 ოქტომბერს ვერ გაიტანა, როდესაც გუნდმა "სევილიასთან" ფრე, 0:0 ითამაშა.
  • "სელტასთან" მატჩამდე, ნეიმარს ბოლო ექვსივე მატჩში ჰქონდა გოლი გატანილი. შაბათს მან 2-ჯერ მოარტყა ბურთი ძელს.
  • ხავიერ მასკერანომ და დანი ალვესმა ბურთი ყველაზე მეტჯერ დაიბრუნეს, შესაბამისად, 17-ჯერ და 13-ჯერ.
  • "ბერნაბეუზე" მარცხის შემდეგ, ლუის ენრიკემ "სელტას" წინააღმდეგ 3 ცვლილება განახორციელა. პიკეს, ჩავისა და ტრავმირებული ინიესტას ნაცვლად - ალბა, რაფინია და რაკიტიჩი.
  • "სელტასთან" გასული სეზონის საშინაო მატჩისგან განსხვავებით, ამ მატჩში 7 ცვლილება იყო. ორივე თამაში ძირითადში მხოლოდ მასკერანომ, ალბამ, მესიმ და ნეიმარმა დაიწყეს.
  • 31 აგვისტოს ("ვილიარეალი", 1:0) შემდეგ, რაფინიამ პირველად ითამაშა ძირითად შემადგენლობაში.
  • კლაუდიო ბრავომ, "კამპ ნოუზე", პირველად გაუშვა გოლი. აქამდე, ლა ლიგის ფარგლებში, მისი კარი აღებული მხოლოდ მადრიდის "რეალს" ჰქონდა. მადრიდელებმა, "სანტიაგო ბერნაბეუზე", 3 გოლით დაამწუხრეს ჩილელი.
  • ლუის სუარესმა, "ბარსელონას" შემადგენლობაში, პირველად ითამაშა სრული 90 წუთი.
  • პედრომ, მიმდინარე სეზონში, მე-3 გაფრთხილება მიიღო. ლა ლიგაში მას 2 ყვითელი ბარათი აქვს მიღებული.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.