ლუის ენრიკე: „ჩემთვის, „სელტასთან“ მატჩი განსაკუთრებულია“

  • 1-11-2014, 13:03
  • ლუის ენრიკე: „ჩემთვის, „სელტასთან“ მატჩი განსაკუთრებულია“

    "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ "სელტასთან" მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ბევრ სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.

    "ეჭვგარაშეა, რომ "სელტასთან" მატჩი ჩემთვის, განსაკუთრებული იქნება, რადგან მე ვიცნობ მათ ყველა ფეხბურთელს."

    "ედუარდო ბერიცოს გუნდი ძალიან საშიში და ეფექტურია. "სელტა" - ეს არის კლუბი, რომელიც ცდილობს ბურთის ფლობას და კარგად ახორციელებს პრესინგს. მოხარული ვარ, რომ ისინი კარგ სეზონს ატარებენ. ამის დასტურია მათი შედეგიანობა და კარგი თამაში. ამ გუნდთან ძალიან თბილი მოგონებები მაკავშირებს. "სელტა" პატარა კლუბია დიდი ტრადიციებით."

    "ისინი ძალიან კარგად თამაშობენ ინდივიდუალურად და მყარად დგანან დაცვაში. "სელტას" ფეხბურთელები ყოველთვის იბრძვიან, როდესაც ბურთს კარგავენ, რაც მათ სახიფათოს ხდის. ძალიან რთული მატჩი იქნება, მაგრამ მიზანი ისეთივეა, როგორიც ყოველთვის - კარგად თამაში და მოგება."

    "სანტიაგო ბერნაბეუზე" მარცხის შემდეგ, ამ კვირაში, გუნდი ვარჯიშობდა ისეთივე ინტენსივობით, როგორც მანამდე. აშკარაა, რომ მარცხმა ტკივილი მოგვაყენა, მაგრამ სეზონში მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი სახის სიტუაციისთვის. ჯერ არ მოსულა სეზონის ბოლო, არ ვიცით, დაიმსახურებს თუ არა გუნდი რამის მოგებას, მაგრამ ახლა ჩვენ ლიდერები ვართ."

    "ჩვენ უნდა გავაგრძელოთ გაუმჯობესება. უნდა შევქმნათ სახიფათო მომენტები მეტოქის კართან. გვინდა მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი უპირატესობები და ვიყოთ უფრო მეტად არაპროგნოზირებადი, როგორც გუნდი. არაპროგნოზირება და მრავალფეროვნება - ორი მნიშვნელოვანი რამ, რასაც გუნდისგან ვითხოვ."

    "სუარესი ძალიან კარგად ვარჯიშობს და აკმაყოფილებს ზოგად რიტმს. ახლა ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ვიხილოთ მისი თამაში უფრო მეტ მატჩებში, რომელთა მიხედვითაც ფეხბურთელები ფასდებიან." - აცხადებს ლუის ენრიკე.

    კომენტარები [ 18 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი