ინიესტამ ტრავმა მიიღო

ინიესტამ ტრავმა მიიღო

"ბარსელონას" ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ, ესპანეთის ჩემპიონატის მე-9 ტურის მატჩში, "რეალთან" შეხვედრაში, კანჭის ტრავმა მიიღო, იტყობინება კატალონიური კლუბის ოფიციალური საიტი.

ანდრესმა, მატჩის 72-ე წუთზე ტკივილი იგრძნო, რის გამოც ის სერხი რობერტომ შეცვალა. ამ მატჩში ეს "ბარსელონას" უკანასკნელი ცვლილება იყო.

ესპანელი ნახევარმცველი სამედიცინო შემოწმებას 26 ოქტომბერს გაივლის, რის შემდეგადაც განისაზღვრება დაზიანების სიმძიმე.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 18 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.