ნეიმარის 50-ე თამაში "ბარსას" მაისურით

ნეიმარის 50-ე თამაში "ბარსას" მაისურით

"ეიბართან" გამართული მატჩი, რომელიც "ბარსამ" 3:0 მოიგო, ნეიმარისთვის, კატალონიური გუნდის მაისურით, 50-ე იყო. ბრაზილიელი შემტევისთვის საიუბილეო მატჩი შედეგიანი გამოდგა. მან თავი გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ნეიმარმა, 72-ე წუთზე, თანამემამულე ალვესის გადაცემა გამოიყენა, ხოლო ორ წუთში, ლიონელ მესის გაატანინა.

ნეიმარის მიერ "ბარსელონას" მაისურით ჩატარებული 50 თამაშიდან 33 ესპანეთის ჩემპიონატზე მოდის, 12 - ჩემპიონთა ლიგაზე, 3 - ესპანეთის თასზე და ორიც ესპანეთის სუპერთასზე.

"ბარსელონას" შემადგენლობაში ნეიმარის დებიუტი 2013 წლის ზაფხულში, ესპანეთის სუპერთასის პირველ მატჩში შედგა. "ვისენტე კალდერონზე" ბრაზილიელი შეცვლაზე შევიდა და მან ის გოლი გაიტანა, რომელმაც, საბოლოოდ, "ბარსას" ტიტული მოაგებინა.

ნეიმარს, "ბარსელონას" მაისურით ჩატარებულ 50 მატჩში 24 გოლი აქვს გატანილი. მან, 17-ჯერ, ლა ლიგაში გაიტანა (აქედან 8-ჯერ მიმდინარე სეზონში), 5-ჯერ - ჩემპიონთა ლიგაზე და ერთხელაც ესპანეთის სუპერთასზე.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 38 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.