სუარესი: "ლა მასიაში სიამოვნებით ვისწავლიდი"

სუარესი: "ლა მასიაში სიამოვნებით ვისწავლიდი"

"ბარსელონას" ურუგვაელი თავდამსხმელი ლუის სუარესი კატალონიური კლუბის ახალგაზრდული სისტემით აღფრთოვანებულია და აცხადებს, რომ ფეხბურთის თამაშს "ბარსას" სკოლაში სიამოვნებით დაიწყებდა.

"ბავშვთა აკადემიის მატერიალურ-ტექნიკურმა ბაზამ აღმაფრთოვანა და სასიამოვნოდ გამაკვირვა. ვწუხვარ, რომ "ლა მასიაში" არ ვსწავლობდი. ასეთ პირობებში ვარჯიში კარგი იქნებოდა.

მომწონს, თუ როგორ აფასებენ აქ ბავშვებს, როგორ მიმდინარეობს სწავლების პროცესი, როგორ ადგენენ დიეტასა და განრიგს.

ყველაფერმა გამაოცა, განსაკუთრებით კი იმან, თუ როგორ იზრდებიან ბავშვები."

ლუის სუარესმა სხვა არაერთ საკითხზე ისაუბრა: "როდესაც პატიებას ვითხოვ, ეს ნიშნავს, რომ ჩადენილს ვნანობ. ბოდიშის მოხდა სინანულს თავისთავად ნიშნავს. თუმცა, უსამართლოდაც დავსჯილვარ. მაგალითად, რასიზმში ბრალი ისე დამდეს, რომ მათ ამის არანაირი მტკიცებულება არ ჰქონიათ. ყველაზე მეტად ამან გამაბრაზა. სხვა შემთხვევებში, მართალი არ ვიყავი. სასჯელი მივიღე და პატიება ვითხოვე, მაგრამ რასიზმის ბრალდებამ ძალიან გამაბრაზა. მსოფლიო ჩემპიონატზე მომხდარი ინციდენტი? შეცდომის აღიარება ყოველთვის სასარგებლოა და მე ეს გავაკეთე. ჩემს საქციელთან შეგუება ძალიან გამიჭირდა. იმ დღეებში, ამაზე ფიქრი არც მინდოდა. მხოლოდ ის მინდოდა, რომ ვყოფილიყავი მეუღლესთან და შვილებთან ერთად, რომლებიც მხარს ყველაზე მეტად მიჭერდნენ."

"ესპანეთის ჩემპიონატში კიდევ 19 გუნდი თამაშობს, მაგრამ მოხდა ისე, რომ ჩემი დებიუტი სწორედ "რეალთან" მატჩში უნდა შედგეს. მეჩვენება, რომ ამას რაღაც მიზეზი აქვს.

დისკვალიფიკაციის პირველი 2 თვე ძალიან რთული იყო. თავს ფეხბურთელად არ ვგრძნობდი. ყველაზე ცუდი ეს იყო. იმ დროს, თავს "ბარსელონას" ფეხბურთელად ვერ ვგრძნობდი."

"როდესაც "ბარსელონას" სტადიონს შეყვარებულთან ერთად, ტურისტის სტაუსით ვეწვიე, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ აქ ვითამაშებდი."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.