ესპანეთმა სლოვაკეთთან წააგო

ესპანეთმა სლოვაკეთთან წააგო

ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა ოქტომბრის პირველი თამაში წარუმატებლად ჩაატარა. "ფურია როხა", ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-2 ტურში, სლოვაკეთში ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

ესპანელებმა პირველი ტაიმი 0:1 წააგეს. 82-ე წუთზე, პაკო ალკასერმა ხორდი ალბას გადაცემა გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ სლოვაკებმა მოგება მაინც მოახერხეს.

ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში სრულად ითამაშეს პიკემ, ალბამ, ბუსკეტსმა და ინიესტამ. თამაშში 58-ე წუთზე ჩაერთო პედრო, ხოლო ბარტრა სათადარიგო იყო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.