იბრაჰიმოვიჩი "ბარსელონასთან" გამოირიცხა

იბრაჰიმოვიჩი "ბარსელონასთან" გამოირიცხა

"პარი სენ ჟერმენის" ლიდერი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში, "ბარსელონას" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. ამ ინფორმაციას ფრანგული კლუბის ოფიციალური საიტი ადასტურებს.

შვედ თავდამსხმელს, ბოლო დროს, კოჭის ტრავმა აწუხებს. პარიზელებს იმედი ჰქონდათ, რომ ის "ბარსელონასთან" გასამართ მატჩამდე გამოჯანმრთელებას მოახერხებდა, მაგრამ მათდა სამწუხაროდ, ასე არ მოხდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 54 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.