მენდილიბარი:" რაკიტიჩის გაოლმა გაგვტეხა"

მენდილიბარი:" რაკიტიჩის გაოლმა გაგვტეხა"

"ლევანტეს" მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ლუის მენდილიბარმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. 

"ყოველთვის რთულია "ბარსელონას" წინააღდეგ თამაში. არ აქვს მნიშვნელობა რა ფორმაში ან რა დონეზე იმყოფება მათი გუნდი. ჩვენ ვცდილობდით კონტრშეტევები განგვეხორციელებინა, მაგრამ ძალიან გაგვიჭირდა. შეგვეძლო 0-0-ზე რაიმე გაგვეკეთებინა, მაგრამ რაკიტიჩის გოლის შემდეგ გუნდი გატყდა."

"ვფიქრობ, "ბარსელონა" ახალ მწვრთნელთან ერთად ძალიან მოტივირებულია და ისინი ყოველ მატჩში 100%-ით იხარჯებიან. ასეთ გუნდთან თამაში რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. "ლევანტეს" არაერთხელ გაუწევია კონკურენცია დიდი გუნდებისთვის." - დაასრულა მენდილიბარმა. 

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 14 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.