დონისი:" ჩვენ გეგმა გვაქვს"

  • 17-09-2014, 10:19
  • დონისი:" ჩვენ გეგმა გვაქვს"

    "აპოელის" მთავარმა მწვრთნელმა გიორგის დონისმა განაცხადა, რომ "აპოელს" "ბარსელონას" წინააღმდეგ გეგმა აქვს. 

    "ჩვენ ვიცით, რომ "ბარსელონა" ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ჩვენ გვაქვს გეგმა დღევანდელი მატჩისთვის, რომელიც დიდ ძალას და ერთიანობას მოითხოვს, მაგრამ ჩვენ ამისათვის მზად ვართ. ჩვენ მივეჩვიეთ იმას, რომ ბურთს ვაკონტროლებთ. დღეს ჩვენ მოგვიწევს ბურთის გარეშე თამაში. მაგრამ როდესაც ასეთი სიტუაციები გვხვდება, ვიცით რა უნდა გავაკეთოთ. ჩემი ფეხბურთელები ამ მატჩისთვის ფიზიკურად კარგად არიან მომზადებულები და დღევანდელ მატჩზე ფიქრობენ." - დაასრულა დონისმა. 

    კომენტარები [ 21 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied