დელ ბოსკე: „მუნირის გამოძახება ნაკრებში - ლოგიკური გადაწყვეტილება“

დელ ბოსკე: „მუნირის გამოძახება ნაკრებში - ლოგიკური გადაწყვეტილება“

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ განმარტა, თუ რატომ გამოიძახა ეროვნულ გუნდში მუნირ ელ ჰადადი ტრავმირებული დიეგო კოსტას შემცვლელად. 19 წლის თავდამსხმელის დებიუტი ესპანეთის ნაკრებში, შესაძლოა, ხვალ, მაკედონიასთან მატჩში შედგეს.

"მუნირ ელ ჰადადის გამოძახება - ლოგიკური და ბუნებრივი გადაყწვეტილება. ჩვენ მოვიწვიეთ მუნირი, რადგან ის უკვე იყო ჩართული სავარჯიშო კომპლექსში. არ ვამბობ, რომ დიეგო კოსტა საუკეთესოა თავის პოზიციაზე, მაგრამ ის დიდ ეფექტურობას იძლევა. ფეხბურთში ბევრი რამეა დამოკიდებული ბალანსზე. ამას ერთი ადამიანი ვერ აკეთებს." - აცხადებს დელ ბოსკე.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 17 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.