"ბარსელონელები" ნაკრებში სათამაშოს ემზადებიან
სექტემბრის სანაკრებო თამაშები ახლოვდება და "ბარსელონას" ფეხბურთელები ეროვნულ გუნდებში წასასვლელად ემზადებიან. ქვეყნის პირველ ნაკრებში "ბარსას" 10, ხოლო ახალგაზრდულ ნაკრებში 2 წევრს უხმეს.
ბუსკეტსის, ინიესტას, ალბას, პედროსა და ბარტრას ესპანეთის ნაკრები, 4 სექტემბერს, საფრანგეთს ეწვევა და ამხანაგურად ითამაშებს. 8 სექტემბერს ესპანელები, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ თამაშში, მაკედონიას უმასპინძლებენ.
ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებში უხმეს მუნირსა და სერხი რობერტო. 21-წლამდელთა ნაკრები, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში, 4 სექტემბერს უნგრეთს ეწვევა, ხოლო 9 სექტემბერს ავსტრიას უმასპინძლებს.
ლიონელ მესისა და ხავიერ მასკერანოს არგენტინა ერთ მატჩს გამართავს. 3 სექტემბერს, სამხრეთ ამერიკელები გერმანიას სტუმრად ამხანაგურად დაუპირისპირდებიან.
ნეიმარის ბრაზილია, 5 და 9 სექტემბერს, ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. ბრაზილიელები კოლუმბიასა და ეკვადორს უმასპინძლებენ.
ჩილეს ნაკრები, რომლის კარსაც კლაუდიო ბრავო იცავს, ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. ბრავოს გუნდი 6 სექტემბერს მექსიკას უმასპინძლებს, ხოლო 9 სექტემბერს ჰაიტის ეწვევა.
ორ საშინაო შეხვედრას გამართავს ივან რაკიტიჩის ნაკრები. ხორვატია 6 სექტემბერს კვიპროსს ამხანაგურად დაუპირისპრიდება, ხოლო 9 სექტემბერს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, მალტას შეხვდება.
ბრაზილიის ახალგაზრდულ ნაკრებში უხმეს რაფინიას. მისი გუნდი 3 სექტემბერს კატარს, ხოლო 6 სექტემბერს პალესტინას შეხვდება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 36 ]