მესი: კიდევ უფრო ახლოს ტელმო სარას რეკორდთან

მესი: კიდევ უფრო ახლოს ტელმო სარას რეკორდთან

ლეო მესიმ 2014/15 სეზონი ეფექტურად დაიწყო. მან 2 გოლი გაიტანა "ელჩეს" წინააღმდეგ მატჩში, "კამპ ნოუზე". ამით ის კიდევ უფრო მიუახლოვდა პრიმერას ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირობის წოდებას, რომელიც ახლა ტელო სარას ეკუთვნის.

ტელმო სარაონაინდია მონტოია, ცნობილი როგორც ტელმო სარა, ბასკი ფორვარდი იყო, რომელიც "ატლეტიკ ბილბაოში" გამოდიოდა თითქმის მთელი კარიერა (1940 - 1955). ის, ასევე, დაეუფლა "პიჩიჩის" ტიტულს 6-ჯერ.

რაც შეეხება მესის, ის არასოდეს იღლება გატანით. 2005 წლის 1 მაისს, "ალბასეტეს" წინააღმდეგ მატჩში პირველი გოლიდან მოყოლებული, ლეომ უკვე გაიტანა 245 გოლი პრიმერას 278 მატჩში. ახლა, მას მხოლოდ 6 გოლი აშორებს "ატლეტიკ ბილბაოს" ლეგენდის რეკორდის დამხობამდე. ტელმო სარამ ლა ლიგის 271 მატჩში გაიტანა 251 გოლი. მესის არასდროს გაუტანია 10 გოლზე ნაკლები, დაწყებული 2006/07 სეზონიდან. როდესაც მან 2011/12 სეზონის დასასრულს, ლა ლიგის 37 მატჩში 50 გოლი გაიტანა, აშკარა გახდა, რომ არგენტინელი რეკორდს უახლოესი სეზონების განმავლობაში დაამხობს.

მაგიური პირველი მატჩი

დაწყებული 2010/11 სეზონიდან, პრიმერას პირველ მატჩებში, ლეოს არადროს დაუტოვია მოედანი გოლის გარეშე: 1 გოლი "რასინგის" წინააღმდეგ (3-0), 2 გოლი "ვილიარეალის" წინააღმდეგ (5-0), 2 გოლი "რეალ სოსიედადის" წინააღმდეგ (5-1) და 2 გოლი "ლევანტეს" წინააღმდეგ (7-0). "ელჩეს" წინააღმდეგ შესრულებული დუბლით, ლეომ "პიჩიჩის" მე-4 ტიტულისთვის და მე-4 "ოქროს ბუცისთვის" დაიწყო ბრძოლა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 33 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.