„ბარსელონა“ სეზონს 4 კაპიტნით დაიწყებს

  • 6-08-2014, 20:50
  • „ბარსელონა“ სეზონს 4 კაპიტნით დაიწყებს

    "ბარსელონამ" კაპიტნებთან დაკავშირებული საკითხი მოაგვარა. გუნდი ახალ სეზონს 4 კაპიტნით დაიწყებს.

    ამ ზაფხულს, გუნდი დატოვა მთავარმა კაპიტანმა, კარლეს პუიოლმა, რომელმაც კარიერა დაასრულა. ასევე, კატალონიელები გამოემშვიდობნენ მეორე ვეტერანს, ვიქტორ ვალდესს.

    ახალ სეზონში, "ლურჯ-ბროწეულისფერების" მთავარი კაპიტანი ჩავი იქნება, ვიცე-კაპიტანი ანდრეს ინიესტა, ბუსკეტსი და მესი კი შესაბამისად მესამე და მეოთხე კაპიტნები იქნებიან.

    კომენტარები [ 21 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.