ლუის სუარესმა განცალკევებით ვარჯიში დაიწყო

ლუის სუარესმა განცალკევებით ვარჯიში დაიწყო

ლუის სუარესმა პრესეზონი დაიწყო მიუხედავად იმისა, რომ ფიფას მიერ კიელინის კბენისთვის დაკისრებული სანქციების გამო გუნდთან ერთად ვარჯიში არ შეუძლია.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ურუგვაელი "ბარსელონას" დახმარების გარეშე, ინდივიდუალურად ვარჯიშობს.

Sport-ის ცნობით, სუარესი პირინეის მთებში საუკეთესო კონდიციების მისაღწევად ემზადება პირად მწვრთნელთან ერთად.

ფეხბურთელი 26 ოქტომბერს დაუბრუნდება საფეხბურთო საქმიანობას, ან უფრო ადრე, თუ სპორტის საარბიტრაჟო სასამართლო შეამცირებს ფიფას სასჯელს.

გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, 12 აგვისტოს გახდება ცნობილი.

ლუის სუარესი "ბარსელონას" ფეხბურთელია, მაგრამ გუნდთან ერთად ვარჯიში და კლუბის დაწესებულებების გამოყენება ეკრძალება. ამ ყველაფრის მიუხედავად, სუარესმა ინდივიდუალურად ვარჯიში გადაწყვიტა.

ამინდის გამო პირინეის მთები ძალიან კარგი ადგილია ვარჯიშისათვის. 2 წლის წინ აქ მკურნალობდა აბიდალი ფიზიოთერაპევტ ემილი რიკარტთან ერთად.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.