"ბარსა" "პარის სენ ჟერმენთან" მოლაპარაკებების განახლებს აპირებს

"ბარსა" "პარის სენ ჟერმენთან" მოლაპარაკებების განახლებს აპირებს

"ბარსელონა" კვლავ შეეცდება პსჟ-ს ბრაზილიელი ცენტრალური მცველის, მარკინიოსის შეძენას. კატალონიური კლუბი იმედოვნებს, რომ უახლოეს დღეებში, პარიზელები დაეთანხმებიან მოლაპარაკებების განახლებას 20 წლის ბრაზილიელის შესაძლო ტრანსფერის თაობაზე, იტყობინება El Mundo Deportivo.

მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ "პარის სენ ჟერმენი" არ აპირებს ფინანსური მოთხოვნების შემცირებას და მარკინიოსის ტრანსფერიდან 40 მილიონი ევროს მიღება სურს.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, "ბარსელონამ" ფრანგი მცველი ჟერემი მატიე "ვალენსიადან" 20 მილიონ ევროდ შეიძინა.

გარდა ამისა, "ლურჯ-ბროწეულისფერები" განიხილავენ ტომას ვერმალენის ("არსენალი), იან ვერტონგენის ("ტოტენჰემი"), მატს ჰუმელსისა (დორტმუნდის "ბორუსია") და დეილი ბლინდის ("აიაქსი") კანდიდატურებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 25 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.