იგუაინი მესისთან ერთად "ბარსელონაში" თამაშის სურვილს გამოთქვამს

იგუაინი მესისთან ერთად "ბარსელონაში" თამაშის სურვილს გამოთქვამს

მადრიდის "რეალის" ყოფილი თავდამსხმელი გონსალო იგუაინი, რომელიც ამჟამად "ნაპოლიში" ირიცხება, ლიონელ მესისთან ერთად "ბარსელონაში" თამაშის სურვილს გამოთქვამს.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, "ბარსელონამ" იგუაინთან შეთანხმებას უკვე მიაღწია და კატალონიელები მოლაპარაკებებს "ნაპოლისთან" მართავენ. ნეაპოლელებმა ეს ინფორმაცია უარყვეს, მაგრამ არგენტინელი ფეხბურთელის კომენტარი საპირისპიროზე მეტყველებს.

"მესისთან ერთად ეროვნულ ნაკრებში თამაშით სიამოვნებას ვღებულობ. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი სიამოვნება იქნებოდა, მაგრამ ახლა მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატზე ვარ კონცენტრირებული. "ბარსელონას" მხრიდან დაინტერესებით გახარებული ვარ. ასე იქნებოდა ნებისმიერი ფეხბურთელი." - იგუაინის ამ სიტყვებს The Guardian-ი Efe-ზე დაყრდნობით ციტირებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 32 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.