„ბარსელონა“ დაახლოებით 33 მილიონ ევროს მიიღებს

  • 12-06-2014, 21:59
  • „ბარსელონა“ დაახლოებით 33 მილიონ ევროს მიიღებს

    "ბარსელონა" ლონდონის "ჩელსისგან", ესპანელი ნახევარმცველის, სესკ ფაბრეგასის ტრანსფერში, დაახლოებით 33 მილიონ ევროს მიიღებს, იტყობინება ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo.

    კატალონიურმა კლუბმა, შესაძლოა, კიდევ 3 მილიონი ევრო მიიღოს, რაც დამოკიდებული იქნება მატჩების რაოდენობაზე, რომლებსაც ფეხბურთელი "ჩელსიში" ჩაატარებს. თავად ფაბრეგასი, ამ მომენტში, ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ბრაზილიაში იმყოფება, სადაც მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობას მიიღებს.

    "ბარსელონაში" გადასვლამდე ესპანელი ლონდონის "არსენალის" ფერებს იცავდა. "მეთოფეები" ნახევარმცველმა 2011 წელს დატოვა და კატალონიურ კლუბში დაბრუნდა, სადაც ახალგაზრდული გუნდის შემადგენლობაში 1997-დან 2003 წლამდე გამოდიოდა. "ლურჯ-ბროწეულისფერების" პირველ გუნდში, ფაბრეგასმა 3 სეზონის განავლობაში 153 მატჩი ჩაატარა და გაიტანა 44 გოლი.

    კომენტარები [ 37 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied