„ჩელსის“ ფაბრეგასის გაფორმება პარასკევამდე სურს

„ჩელსის“ ფაბრეგასის გაფორმება პარასკევამდე სურს

"ჩელსის" "ბარსელონას" ნახევარმცველის, სესკ ფაბრეგასის ტრანსფერის დასრულება პარასკევამდე, 13 ივლისამდე აპირებს. როგორც ესპანური პრესა იტყობინება, ლონდონელებს ყველა დეტალი შეთანხმებული აქვთ და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელში 27 მილიონ ფუნტს გადაიხდიან.

მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია ფაბრეგასისადმი სხვადასხვა ინგლისური კლუბების ინტერესის შესახებ, თუმცა, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ესპანელის შეძენის იდეაზე უარი განაცხადა, ფეხბურთელის დიდი ანაზღაურების გამო.

"ჩელსის" მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს 5-წლიანი კონტრაქტის გაფორმება 27 წლის ფეხბურთელთან კვირის ბოლოსთვის სურს, რომელმაც, ახალი შეთანხმებით, შესაძლოა, ხელფასის სახით, დაახლოებით, 200000 ფუნტი მიიღოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 40 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.