სკოლარი ნეიმარს აქებს

სკოლარი ნეიმარს აქებს

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ლუის ფელიპე სკოლარის თქმით, ნეიმარი სხვა ფეხბურთელებისგან განსხვავდება.

"ნეიმარი არის ფეხბურთელი, რომელსაც ყოველ დღე აქვს ჩემთვის სიუპრიზი. ის განსხვავდება სხვა ფეხბურთელებისგან და ძალიან სწრაფად იმპროვიზირებს. ნებისმიერი მწვრთნელი ისურვებდა ასეთ ფეხბურთელს თავის გუნდში. არ გამიკვირდება, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დროს, მისგან შესანიშნავი თამაში ვიხილოთ.

ნეიმარს ტრავმის შემდეგ ბევრი არ უთამაშია და მინდოდა, რომ 90 წუთი ეთამაშა, რათა ფორმაში შევიდეს. მას მეტი სათამაშო დრო სჭირდება, ასე რომ პარასკევს, ის სერბეთის წინააღმდეგ ითამაშებს." - განაცხადა სკოლარიმ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.