Marca: "ბარსელონამ" 9 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადები დამალა

Marca: "ბარსელონამ" 9 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადები დამალა

ესპანეთის საგადასახადო ორგანოებმა ნეიმარის "სანტოსიდან" "ბარსელონაში" ტრანსფერის გამოძიება დაასრულეს და დაადგინეს, რომ კატალონიურმა კლუბმა 9 მილიონი ევროს ოდენობით გადასახადები დამალა. ამ ინფორმაციას Marca ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ესპანეთში ნეიმარის ტრანსფერის საქმეს დიდი ხანია იძიებენ. სწორედ ეს იყო "ბარსელონას" პრეზიდენტის, სანდრო როსელის მიერ თანამდებობის დატოვების ერთ-ერთი მიზეზი. მადრიდული პრესის ცნობით, საგადასახადო ორგანოებმა სამეფო სასამართლოს გამოძიების შედეგები გადაუგზავნეს და გაირკვა, რომ "ბარსელონამ" ქვეყნის ბიუჯეტს 9 მილიონი ევრო დაუმალა.

ფინანსური მაქინაციების მთავარ მოქმედ პირად "ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენტი სანდრო როსელი სახელდება.

ცნობილია, რომ "ბარსელონამ" ქვეყნის ბიუჯეტში 13.5 მილიონი ევრო უკვე შეიტანა, მაგრამ გამოძიება ამით მაინც არ დასრულებულა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 16 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.