კაცი,რომელსაც "ბარსელონა" ძლიერ უყვარდა

  • 23-07-2010, 15:11
  • ეს არის ჩემი ბოლო სტატია ამ საიტზე. ამიტომ გადავწყვიტე, არ გამომეყენებინა არცერთი უცხოური საიტი და დამეწერა ის, რაც ჩემს მეხსიერებაში იყო რონალდინიო გაუჩოზე. 

     

    "ბარსელონას" "ოქროს ხანად" აღიარებული წლების შემდეგ, გუნდში ყველაფერი ჟუან გასპარმა არია. ფინანსური კრიზისი და საშინელი შედეგი ევროსარბიელზე, ეს ის შედეგი იყო, რაც გასპარის არასწორი პოლიტიკის შედეგი იყო. კულეებმა მას სამარცხვინოდ დაატოვებინეს პრეზიდენტის პოსტი და საბოლოოდ შეიძულეს იგი. გუნდში მოვიდა ახალი პრეზიდენტი, ახალი იდეებით. მისი მთავარი მიზანი იყო ექცია "ბარსა" "მეტი, ვიდრე უბრალოდ კლუბი". მართალია, მან ვერ შეასრულა დანაპირები და ვერ მოიყვანა გუნდში დევიდ ბექემი, გასაგები მიზეზების გამო ("რეალმა" მასში 32 მილიონი ევრო გადაიხადა) მაგრამ კატალონიაში მან "ახალი ღმერთი" ჩაიყვანა.ლაპორტამ "პსჟ–ში" ნახა ის, ვისაც "ბარსელონას" გულშემატკივრები რივალდოს შემდეგ ეძებდნენ.  "მხოლოდ გიჟი თუ იტყოდა უარს "მანჩესტერზე" და გადავიდოდა ასეთ სიტუაციაში მყოფ "ბარსელონაში"–განაცხადა სერ ალექს ფერგიუსონმა, რომელიც სერიოზულად იყო დაინტერესებული ბრაზილიელით.

    "დიახ, მე მოვედი აქ რათა დავდგე რომარიოს და რივალდოს გვერდით. ჩემი ოცნება იყო აქ თამაში, მაგრამ ახლა ჩემი ოცნებაა ვაქციო "ბარსა" მსოფლიოს საუკეთესო კლუბად"–განაცხადა გაუჩომ პრეზენტაციაზე, როდესაც ათასობით ბავშვი მის გამაბრუებელ ფინტებს უყურებდა.

    გუშინდელი დღესავით მახსოვს მისი პირველი სასწაული,როდესაც მას მთელი "ბერნაბეუ" ფეხზე წამომდგარი უკრავდა ტაშს.დევიდ ბექემი, ზინედინ ზიდანი, რაულ გონსალეს ბლანკო,რონალდ ელ ფენომენო და რობერტო კარლოსი, ეს ის ფეხბურთელები არიან, რომლებსაც რონალდინიომ მასტერ–კლასი ჩაუტარა.მხოლოდ გაუჩოს შეეძლო ასეთი გოლების გატანა გალაქტიკოს კარში.როდესაც ამ მატჩს ვუყურებდი, ჩემმა მეგობარმა მკითხა : "სულ რატომ იცინის, გიჟია?". მე კი, თამაშით გართულმა არ ვუპასუხა და მატჩის შემდეგ წამომხტარმა დაუყვირე : " რა გიჟი შეხედე, ის გენიოსია!".და ამის შემდეგ ის ჩემი კერპი გახდა. არა მარტო ჩემი, აღიარეთ, რამდენს გიცდიათ მოედანზე ზედიზედ ხუთჯერ "შტანგისთვის" ბურთის გარტყმა. რამდენი გიწვალიათ, რომ მისი ფინტი გაგეკეთებინათ. ჩვენ ხომ მისი ეპოქის მაყურებლები ვიყავით!

    დარჩენილი ცხოვრების 10 წელს და შეიძლება მეტსაც გავიღებდი, რომ კიდევ მენახა რონალდინიოს თამაში "ჩელსის" წინააღმდეგ.იმ დროსაც არსებობდა ლამაზი ფეხბურთის მტერი, სახელად ჟოზე მოურინიო,მაგრამ გაუჩოს წინააღმდეგ ვერც ატალახებულმა სტადიონმა და ვერც ფეხების დასამტვრევად გამოსულმა ბულახრუზმა ვერ გაჭრა!თითოეულ თქვენგანს კარგად ახსოვს გოლამდე შესრულებული სამბა "სტემფორდ ბრიჯზე" და შემდეგ ზუსტი დარტყმა, რომელსაც ჩეხმა მხოლოდ თვალი გააყოლა. მე არ მახსოვს ასეთი უსუსური პეტერ ჩეხი. მე არ მახსოვს ჯონ ტერი ვინმეს დაჯახებოდა და თვითონ წაქცეულიყო.ახლა ვზივარ და კმაყოფილი ვიხსენებ ამ ეპიზოდებს, მაგრამ მაშინ ბევრი ტიროდა ამ მომენტებზე.იმიტომ კი არა, რომ დინიო ვერ იგებდა, უბრალოდ ძნელია პატარა ბავშვისთვის უყურო, თუ როგორ ურტყავენ შენს საყვარელ ფეხბურთელს.მაგრამ რონი მაინც გამარჯვებული იყო.

    მე არ დამავიწყდება გამწარებული ჯენარო გატუზო, რომელმაც არ იცოდა ვისთვის ეყვირა, რადგან დამნაშავე სწორედ იგი იყო. ან, რა შუაშია იტალიელი, უბრალოდ დინიომ მის წინააღმდეგ დადგა სპექტაკლი.საბოლოოდ გაუჩომ ყველა დაამარცხა და ლიგის თასიც აღმართა.საუკეთესო ფეხბურთელიც, რა თქმა უნდა იგი გახდა.

    მიმძიმს საუბარი იმაზე, თუ რატომ ვერ მოახერხა ჩაგდებული მუნდიალის შემდეგ საკუთარ თავში ძალების პოვნა და დიდების მწვერვალზე კიდე დიდხანს ყოფნა."რა მაგის ბრალია, რომ ბრაზილიელია"–ეს იყო იოჰან კრუიფის კომენტარი რონალდინიოზე. როგორც ჩანს, ყველა ბრაზილიელის მტერი, ისევ ბრაზილიელობაა.მას დაემართა ის, რაც რომარიოს. მისი 2006 წელს საბოლოოდ ჩაქრა.მაგრამ გოლი, რომელიც მან გაიტანა "ვილიარეალის" კარში, არასდროს, არავის არ დაავიწყდება.როდესაც მას პრესა მიწასთან ასწორებდა, გამოვიდა რონი და ყველას დაუმტკიცა, რომ საუკეთესოა. შემდეგ,კი დაგვტოვა... საბოლოოდ წავიდა :( წავიდა, მაგრამ მსოფლიოს გაუზარდა ლეო მესი. დიახ, დიახ მან გაუზარდა. შემდეგ,კი თვითკმაყოფილმა მიწერა 2009 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოვებაზე : "ხომ გეუბნებოდი, მაჯობებ თქო".

    ბევრს დღესაც სჯერა, რომ რონი კვლავ მიაღწევს დიდების მწვერვალს, მაგრამ... ფაქტი ერთია, ის ვერასდროს დაიბრუნებას იმ დიდებას, რომელიც მას რამდენიმე წლის წინ ჰქონდა.

     

    სტატის ავტორი : სანდრო დოლიძე :)

     

    [media=http://www.youtube.com/watch?v=kLmn8PyTv3g]

     

    თეგები: მესი

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.