პედრო - „ლივერპულის“ სამიზნე

პედრო - „ლივერპულის“ სამიზნე

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი დაინტერესებულია "ბარსელონას" თავდამსხმელის, პედრო როდრიგესის მოსახურებით, იტყობინება Daily Mail.

მერსისაიდელების მენტორი მიიჩნევს, რომ ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს მისი გუნდის თავდასხმის საკმარისად გაძლიერება შეუძლია. წყაროს ინფორმაციის თანახმად, როჯერსი პედრო როდრიგესით მას შემდეგ დაინტერესთა, რაც კატალონიურ კლუბში მოსალოდნელ დიდ ცვლილებებზე ინფორმაცია გავრცელდა.

თუმცა, "ლურჯ-ბროწეულისფერების" ახალ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს, ჯერ კიდევ არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი ფეხბურთელის გაშვებას აპირებს, თუ არ ჩავთვლით გუნდის მეკარეებს, ვიქტორ ვალდესსა და ხოსე მანუელ პინტოს, რომლებიც გუნდის დატოვებენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 65 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.