"ბარსა" კურტუას 25 მილიონად იყიდის?

"ბარსა" კურტუას 25 მილიონად იყიდის?

ახალგაზრდა ნიჭიერმა გოლკიპერმა საკუთარი კარიერა შესაძლოა ესპანეთის ჩემპიონატში, მაგრამ არა მადრიდის "ატლეტიკოში" გააგრძელოს.

კვლავ გაურკვევლად რჩება ტიბო კურტუას მომავალი "სტემფორდ ბრიჯზე". ასევე, მისი მომავალი შესაძლოა "ატლეტიკოს" დაუკავშირდეს, რომლის კარსაც იგი ბოლო ორი სეზონია საკმაოდ წარმატებულად იცავს. თუმცა, "ატლეტიკო" ესპანეთიდან ერთადერთი კლუბი არაა, რომელსაც თავის გუნდში ამ ბელგიელი მეკარის ყოფნა სურს.

მიუხედავად იმისა, რომ გერმანელი მარკ-ანდრე ტერ შტეგენის ტრანსფერი "ბარსელონაში" ფაქტიურად დადასტურებულია, ინგლისურ პრესაში მაინც ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კატალონიელები კურტუას როგორც გუნდის ნომერ პირველ გოლკიპერად განიხილავენ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ 22 წლის მეკარემ განაცხადა, რომ "ბლაუგრანას" მაისურს იგი სიამოვნებით მოირგებდა. Daily Star-ის ინფორმაციით, "ბარსელონას" ხელმძღვანელობა მზადაა, კურტუას სანაცვლოდ ლონდონის "ჩელსის" 25 მილიონი ფუნტი სტერლინგი შესთავაზოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 64 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.