მე-8 მშრალი თამაში სეზონში

  • 12-05-2014, 12:30
  • მე-8 მშრალი თამაში სეზონში

    "ელჩესთან" ესპანეთის ჩემპიონატში გამართული თამაში მიმდინარე სეზონში მე-8 იყო, რომელშიც "ბარსელონამ" გოლის გატანა ვერ მოახერხა. ასეთი ცუდი მაჩვენებელი კატალონიელებს ბოლო 6 წლის განმავლობაში არ ჰქონიათ.

    მიმდინარე გათამაშებაში, "ბარსელონამ" გოლის გატანა ლა ლიგის ექვს, ჩემპიონთა ლიგის ერთ და ესპანეთის სუპერთასის ერთ თამაშში ვერ მოახერხა. საერთო ჯამში, ტატა მარტინოს შეგირდებმა გოლი 8 შეხვედრაში ვერ გაიტანეს, რაც უკანასკნელად 2007-08 წლების სეზონში მოხდა. იმ წელს, "ბარსა" ლა ლიგაში მე-3 ადგილზე გავიდა და ჩემპიონ "რეალს" 18 ქულით ჩამორჩა. გარდა ამისა, კატალონიელებმა ევროპის ლიგაზე გასულ "სევილიას" მხოლოდ 3 ქულით აჯობეს.

    კომენტარები [ 16 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge