"ბარსამ" იცის როგორ გაიმარჯვოს ჩავის გარეშე

"ბარსამ" იცის როგორ გაიმარჯვოს ჩავის გარეშე

მოგეხსენებათ კვირას ლა ლიგის ბოლო ტურში "ბლაუგრანას" ვერ დაეხმარება გუნდის ერთ–ერთი ლიდერი ჩავი ერნანდესი, თუმცა ეს არცთუ ისე დიდი პრობლემაა გუნდისათვის.
ჩავი ერთ–ერთი იმ ფეხბურთელთაგანია "ბარსას" შემადგენლობაში, რომლებმაც ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარეს ამ სეზონში. ესპანელ ნახევარმცველს გადამწყვეტი მატჩის
გამოტოვება 5 ყვითელი ბარათის გამო მოუწევს.

5 მოგება 5 თამაშიდან

ჩავი ერნანდესი მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, შეიძლება საუკეთესოც, მაგრამ იმ თამაშებში, რომლებიც ჩავიმ გამოტოვა ამ სეზონში გვარდიოლასგუნდმა ყველაში იმარჯვა. ჩავიმ 2009/10 სეზონში სულ 5 მატჩი გამოტოვა და აქედან "ბარსამ" ყველა მოიგო.

ტრავმა და დისკვალიფიკაცია

ჩავი გვარდიოლას გუნდის ერთ–ერთი ლიდერია და მას ყველაზე მეტი მატჩი აქვს
ჩატარებული სხვა ფეხბურთელებთამ შედარებით. მას მხოლოდ ვალდესი უსწრებს
ამ მხრივ. მან ამ სეზონში 5 მატჩი გამოტოვა, აქედან 4 ტრავმის გამო. ბოლო მატჩი, რომელიც ჩავიმ გამოტოვა, იყო ესპანეთის თასზე "ლეონესას" წინააღმდეგ.

ნახევარდაცვის ტანდემი

ჩავი–ინიესტა მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო ნახევარდაცვის ტანდემს ქმნის.
სამწუხაროდ წელს ამ ორ ფეხბურთელს ხშირად აღარ უწევს ერთად თამაში, ინიესტას ტრავმების გამო. შესაძლებელია ამ ორი ფეხბურთელიდან კვირას
"ვალიადოლიდის" წინააღმდეგ არცერთმა არ ითამაშოს.

წყარო:fcbarcelona.com

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.