ვალდესი "მონაკოში" სამედიცინო შემოწმებას გაივლის

ვალდესი "მონაკოში" სამედიცინო შემოწმებას გაივლის

როგორც ჩანს, დიდი ალბათობით, "ბარსელონას" პირველი გოლკიპერი საკუთარ კარიერას მდიდარ "მონაკოში" გააგრძელებს.

მოგეხსენებათ, უკვე დიდი ხანია, რაც მონაკოელები 32 წლის კარის დარაჯის მიმართ ინტერესს იჩენენ, რომელიც უახლოეს ზაფხულში კატალონიურ გრანდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. Lequipe-ს თანახმად, მხარეებმა წინასწარ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.

ცნობილია, რომ უახლოეს მომავალში ვიქტორ ვალდესი სამედიცინო შემოწმებისთვის მონაკოში გაფრინდება. ამ პროცესის გავლის შემდეგ, ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ესპანელმა მეკარემ სულ ცოტა ხნის წინ მუხლის ოპერაცია გადაიტანა, რის გამოც იგი მოედანზე გასვლას შემოდგომამდე ვერ შეძლებს. მიუხედავად ამისა, ეს პრობლემა "მონაკოს" ხელმძღვანელობას შეთავაზების გაკეთებაში ხელს არ შეუშლის.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 33 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.