„რაელს“ კურტუა უნდა, კურტუას - „ბარსელონა“

  • 2-05-2014, 13:33
  • „რაელს“ კურტუა უნდა, კურტუას - „ბარსელონა“

    ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის "ატლეტიკოს" კარის დარაჯს, ტიბო კურტუას კარიერის "ბარსელონაში" გაგრძელება სურს.

    კურტუას სატრანსფერო უფლებები "ჩელსის" ეკუთვნის. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ბელგიელ მეკარეს ლონდონურ გუნდში დაბრუნება არ სურს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მისმა აგენტმა, "რეალისგან", ფინანსურად ძალზე მომგებიანი შეთავაზება მიიღო, მაგრამ პრობლემას ის ქმნის, რომ თავად კურტუას "ბარსელონაში" თამაში სურს.

    შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს, "ბარსელონას" ვიქტორ ვალდესი დატოვებს და კატალონიელებს მისი შემცვლელი დასჭირდებათ. გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსას" მთავარი სამიზნე მარკ-ანდრე ტერ შტეგენია.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge