პიკე: „ვიცოდით, რომ მნიშვნელოვანი მატჩი იყო“

  • 24-03-2014, 23:23
  • პიკე: „ვიცოდით, რომ მნიშვნელოვანი მატჩი იყო“

    "ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა, ჟერარდ პიკემ მადრიდის "რეალთან" მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ თამაშის საბოლოო შედეგზე გავლენა მსაჯს არ მოუხდენია.

    "ჩვენ ვიცოდით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო. ჩვენი ლა ლიგის მოგების შესაძლებლობა დამოკიდებული იყო ამ მატჩზე. ვფიქრობ, რომ გულშემატკივრებს ძალიან მოეწონათ თამაში.

    ორივე გუნდმა დიდებული თამაში აჩვენა. არ უნდა იყოს ისე, რომ მატჩის საბოლოო შედეგი მხოლოდ მსაჯის მუშაობით განიხილებოდეს. თუ ჩვენ დავიწყებთ ამის გაკეთებას ყოველი მატჩის შემდეგ, ვერასდროს გამოვალთ ასეთი სიტუაციიდან. ჩემი აზრით, მსაჯს საბოლოო შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.

    ამ გამარჯვებამ რწმენა დაგვიბრუნა. ფეხბურთელები ყოველთვის ვამბობდით, რომ "ბერნაბეუზე" მხოლოდ თამაშის მოსაგებად უნდა გახვიდე. იმედი მაქვს, ჩვენ შევძელით იმ ადამიანების ნდობის დაბრუნებმა, რომლებმაც უკვე ჩამოგვწერეს.

    არ შეგიძლია ამ გუნდში ეჭვის შეტანა. ვფლობდით ბურთს, შევქმენით საგოლე მომენტები და გავიმარჯვეთ ჩვენი ძალისხმევის წყალობით." - განაცხადა პიკემ.

    კომენტარები [ 24 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge