კასილიასი: "ეტო'ოს წინააღმდეგ თამაში ჩემთვის უფრო რთული იყო, ვიდრე მესის წინააღმდეგ"

კასილიასი: "ეტო'ოს წინააღმდეგ თამაში ჩემთვის უფრო რთული იყო, ვიდრე მესის წინააღმდეგ"

მადრიდის "რეალის" გოლკიპერმა, იკერ კასილიასმა "ბარსელონას" ყოფილ და ამჟამინდელ თავდამსხმელებს, სამუელ ეტო'ოსა და ლიონელ მესის შორი პარალელი გაავლო. "თეთრების" კარის დარაჯმა აღნიშნა, რომ კამერუნელმა მას თავის დროზე, ბევრჯერ თავი აატკივა.

"ჩემთვის ყოველთვის რთული იყო, ეტო'ოს წინააღმდეგ თამაში, ვიდრე მესის წინააღმდეგ. მთელმა მსოფლიომ იცის, რომ მესი - დიდებული ფეხბურთელია. ამის თქმა შეიძლება ასევე სამუელზე, მაგრამ ისინი თავიანთი სათამაშო ხარისხით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ეტო'ომ კარგად იცოდა, თუ როგორ უნდა ემოქმედა ჩვენს წინააღმდეგ." - განაცხადა კასილიასმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 18 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.