ტურე: "თუ "კამპ ნოუზე" გოლს გავიტან არ აღვნიშნავ"

  • 5-03-2014, 15:44
  • ტურე: "თუ "კამპ ნოუზე" გოლს გავიტან არ აღვნიშნავ"

    "მანჩესტერ სიტისა" და კოტ დივუარის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, იაია ტურემ განაცხადა, რომ, თუ ის უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში "ბარსელონას" წინააღმდეგ გოლს გაიტანს არ აღნიშნავს.

    "იმ შემთხვევაში, თუ "კამპ ნოუზე" გოლს გავიტან, არ აღვნიშნავ. მე "ბარსელონას" წინააღმდეგ გატანილ გოლს არასოდეს აღვნიშნავ.

    მე კატალონიის "ბარსელონას" გულშემატკივარი ვარ და ამის გაკეთებას ვერ შევძლებ. "ლურჯ-ბროწეულისფერთა" გულშემატკივრებს დიდ პატივს ვცემ." - განაცხადა იაია ტურემ.

    შეგახსენებთ, რომ კოტ დივუარელი ფეხბურთელი კატალონიური კლუბის ღირსებას 2007 წლიდან 20010 წლამდე იცავდა.

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge