„ბარსელონას“ განცხადება ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებით

„ბარსელონას“ განცხადება ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებით

საფეხბურთო კლუბი "ბარსელონა", ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებით მიმდინარე სამართლებრივი პროცედურების გათვალისწინებით, "ბარსელონას" დირექტორთა საბჭო კლუბის ოფისში შეიკრიბა, რის შემდეგაც გადაწყდა:

  1. კლუბის დირექტორთა საბჭო ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებით რაიმე სახით დანაშაულის ჩადენას უარყოფს. მთელი პროცესის განმავლობაში, კლუბი კონსულტაციებს ექსპერტებთან გადიოდა. გარდა ამისა, კლუბის აუდიტორს საქმესთან დაკავშირებთ ყველა დოკუმენტზე ხელი მიუწვდებოდა.
  2. როგორც აქამდეც ხდებოდა, კლუბი სასამართლოსთან თანამშრომლობას დიდ ყურადღებას დაუთმობს.
  3. თუ "ბარსელონას", ან მისი წარმომადგენლების მიმართ რაიმე სახის ბრალდებები იქნება, კლუბი თავის დასაცავად სამართლებრივ გზებს მიმართავს. გარდა ამისა, დირექტორთა საბჭო კლუბის რეპუტაციას ყოველთვის დაიცავს.
  4. გვინდა განვაცხადოთ, რომ "ბარსელონა" საგადასახადო ვალდებულებებს ყოველთვის ასრულებს და კლუბი ესპანეთის საგადასახადო ორგანოებთან მჭიდროდ თანამშრომლობს. "ბარსელონას" საგადახდო დავალიანება არ გააჩნია.
  5. დირექტორთა საბჭოს სურს განაცხადოს, რომ ტრანსფერის განხორციელების დროს, "ბარსელონა" საგადასახადო ვალდებულებებს სკულპულოზურად ასრულებდა.
  6. არასწორი ინტერპრეტაციებისგან და კლუბის რეპუტაციის დასაცავად, დღეს დილით, "ბარსელონამ" დამატებით 13.550.830 ევროს საგადასახადო დეკლარაცია წარადგინა. თუმცა, კვლავინდებურად დარწმუნებულნი ვართ, რომ აქამდე გადახდილი გადასახადი ჩვენი ვალდებულების შესაბამისი იყო."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.