„ბარსელონამ“ მესისთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები დაიწყო

„ბარსელონამ“ მესისთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები დაიწყო

"ბარსელონა" მზად არის ლიონელ მესი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად გახადოს.

ამის შესახებ ინფორმაციას კატალონიური გაზეთი Sport ავრცელებს. კატალონიურმა კლუბმა გუნდის ლიდერთან უკვე დაიწყო მოალაპარაკებები ახალ კონტრაქტზე.

World Soccer-ის ინფორმაციით, ამჟამად ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი მსოფლიოში ზლატან იბრაჰიმოვიჩია. მისი წლიური ხელფასი "პარის სენ ჟერმენში" 14,67 მილიონ ევროს შეადგენს. ოდნავ ცოტა ხელფასი აქვს მადრიდის "რეალის" თავდამსხმელს კრიშტიანუ რონალდუს (14,4 მილიონი ევრო). მას მოჰყვებიან "მონაკოს" ფეხბურთელი რადამელ ფალკაო (14,15 მილიონი ევრო) და "პარის სენ ჟერმენის" მოთამაშე ტიაგო სილვა (12,15 მილიონი ევრო). მესი ჯერ მხოლოდ მეხუთე ადგილს იკავებს 10,7 მილიონი ევროთი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.