ჩავი: "ჩემი სხეული მეტყვის, რამდენ ხანს შევძლებ თამაშს"

ჩავი: "ჩემი სხეული მეტყვის, რამდენ ხანს შევძლებ თამაშს"

ჩავი ერნანდესის თქმით, მას არ სჭირდება სხვა ფეხბურთელებთან ერთად თამაში, რადგან იცის, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ასპარეზობს.

"როდესაც გინდა, რომ ფეხბურთი ძალიან კარგად ითამაშო, გსურს, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებთან ითამაშო, ასე არაა? მაგრამ ჩემი აზრით, მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია, ის სწორედ აქაა საუკეთესო. გვარდიოლასთან ერთად და გვარდიოლას გარეშე, რომელმაც დიდი სამუშაო გასწია "ბარსასთვის", ჩვენ ძალიან კარგ ფეხბურთს ვთამაშობდით, რაზეც შედეგიც მეტყველებს."

"ვისურვებდი, რომ კარიერა "ბარსელონაში" დამესრულებინა, მსოფლიოს საუკეთესო კლუბში. ახლა თავს ისე ვგრძნობ, როგორც მაშინ, როდესაც სულ ახალგაზრდა ვთამაშობდი "ბლაუგრანაში". კარგი იქნება, თუ კარიერას აქ დავასრულებ, მაგრამ ვიცი, ეს მარტივი არ იქნება. ამიტომ ვამბობ, რომ არაა ჩემი გადასაწყვეტი, სად დავასრულებ კარიერას, რადგან თუ ეს აქ მსურს, კარიერის ბოლომდე უმაღლეს დონეზე უნდა ვითამაშო."

"მე სიამოვნებას ვიღებ "ბარსაში და ნაკრებში თამაშით. ფეხბურთის თამაში არის ის, რაც ყველაზე მეტად მიყვარს. ყველაფერი, რაც შემიძლია გავაკეთო, არის ის, რომ ვცადო ფორმის შენარჩუნება და მოვუსმინო ჩემს სხეულს, რომელიც მეტყვის, რამდენ ხანს შევძლებ თამაშს,"-განაცხადა "ბარსას" ვიცე-კაპიტანმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.