ბუსკეტსის კომენტარი

ბუსკეტსის კომენტარი

სერხიო ბუსკეტსმა "ვალენსიასთან" დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ბოლოს საკუთარ მოედანზე დავმარცხდით. "ვალენსიამ" საკუთარი სიძლიერე გამოიყენა, ჩვენ კი მეტის გაკეთება აღარ შეგვეძლო. ისინი ახალ მწვრთნელთან ერთად უკეთეს ფეხბურთს აჩვენებენ, მათ ნამდვილად კარგი ფეხბურთელები ჰყავთ."

"მატჩი კარგად დავიწყეთ. პირველი ნახევარი საათი ძალიან კარგად ვითამაშეთ, ბევრი საგოლე მომენტიც გვქონდა. შემდეგ მატჩის სადავეები ხელთ "ღამურებმა" იგდეს და ჩვენ მათ კარგი წინააღდეგობა ვერ გავუწიეთ. ძალიან რთულია, როდესაც 3 გოლს უშვებ, რა თქმა უნდა,"-განუცხადა 25 წლის ნახევარმცველმა ჟურნალისტებს.

"ბარსელონამ" კარგი შანსი მისცა მადრიდის "რეალს", რომელიც დღეს "ატლეტიკს" "სან მამესზე" დაუპირისპირდება და მადრიდის "ატლეტიკოს". ეს უკანასკნელი "სოსიედადს" ეთამაშება. თუ ორივე გუნდმა გაიმარჯვა, "ბლაუგრანა" ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე გადაინაცვლებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.