"ბარსელონა" სილესენისთვის 8 მილიონი ევროს გადასახდელად მზადაა

"ბარსელონა" სილესენისთვის 8 მილიონი ევროს გადასახდელად მზადაა

"აიაქსის" მეკარე იასპერ სილესენი "ბარსელონას" ინტერესთა სფეროში მოექცა. მიმდინარე სეზონის ბოლოს, კატალონიურ კლუბს დატოვებს გუნდის ძირითადი გოლკიპერი ვიქტორ ვალდესი, "ლურჯ-ბროწეულისფერები" კი აქტიურად ეძებენ ახალ მეკარეს.

როგორც გამოცემა Sport იტყობინება, სილესენი "ბარსელონას" სასურველ მეკარეთა რიცხვში შედის. კატალონიური კლუბი მზადაა მის სანაცვლოდ 8 მილიონი ევრო გადაიხადოს.

სილესენი "აიაქსის" ძირითადი გოლკიპერია. მეკარემ მიმდინარე სეზონის ჰოლანდიის ჩემპიონატში 13 მატჩი ჩაატარა, ჩემპიონთა ლიგაში კი 5 (მათ რიცხვში შედის გამარჯვება კატალონიელების წინააღმდეგ).

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.