ჩავის დააფასებენ

ჩავის დააფასებენ

ჩავი ერნანდესმა "ბარსელონას" შემადგენლობაში 700 მატჩი ჩაატარა და კლუბმა გადაწყვიტა ეს ციფრი აღნიშნოს. 

ბოლო პერიოდში "ბარსელონას" მხოლოდ გასვლითი თამაშები უწევს, ამიტომ ვერ მოახერხეს მაესტროს დაბადების დღისა და მეშვიდასე მატჩის აღნიშვნა. კლუბმა გადაწყვიტა დღეს ,"მალაგას" წინააღმდეგ მატჩის დაწყების წინ, სტადიონის ეკრანებზე გავა ვიდეო, სადაც ჩავი ერნანდესის სრული კარიერა იქნება აღბეჭდილი. 

ასევე გულშემატკივრები გეგმავენ მოზაიკის გაკეთებას და განსაკუთრებული გამამხნევებელი სიმღერის დაწერას. 

ჩავიმ 700 მატჩის განმავლობაში მოიგო 7 პრიმერა, 3 ჩემპიონთა ლიგის თასი, 2 ესპანეთის თასი, 6 სუპერ თასი, 2 ევროპის სუპერ თასი და 2 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი. მხოლოდ ერთი სიტყვა არსებობს, რომელიც ჩავის კარიერას სრულიად შეაჯამებს: ლეგენდა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.