"ბარსელონამ" მავზოლეუმში ადგილების ფასები გამოაქვეყნა

"ბარსელონამ" მავზოლეუმში ადგილების ფასები გამოაქვეყნა

"ბარსელონა" გულშემატკივრებისთვის მავზოლეუმის გახსნას აპირებს, სადაც მათი მტვერი იქნება შენახული. ცნობილია, რომ მავზოლეუმი "კამპ ნოუს" ტერიტორიაზე იქნება განთავსებული, სადაც 30 ათასი სამარხი განლაგდება. ეს ინფორმაცია "ბარსელონას" უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ხოსეპ რამოს ვიდალ-აბარაკამ დაადასტურა.

"ბარსელონას" გულშემატკივრები სიმშვიდეს იპოვნიან ამ კედლებში. ეს კლუბის ფანების დიდ ნაწილს სურს." - განაცხადა მან.

ცნობილია, რომ სამარხები, სადაც გუნდის გულშემატკივრები არიან დაკრძალულნი, "ატლეტიკოს", "ესპანიოლსა" და "ბეტისს" აქვთ.

მავზოლეუმში ადგილი 50 წლით 3 ათასი ევრო, ხოლო 99 წლით 6 ათასი ევრო ეღირება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.