"ატლეტიკო"-"ბარსელონა": საინტერესო ფაქტები

  • 11-01-2014, 19:25
  • "ატლეტიკო"-"ბარსელონა": საინტერესო ფაქტები

    • "ბარსელონამ" ლა ლიგაში ყველაზე მეტი, 53 გოლი გაიტანა. კატალონიელები მატჩში საშუალოდ 2,9 გოლს იტანენ. "ატლეტიკო" მე-3 ადგილზეა, 47 გატანილი გოლით, მატჩში საშუალოდ 2,6. "ატლეტიკოს" გასვლით მატჩებში ყველაზე მეტი, 33 გოლი აქვს გატანილი, ხოლო "ბარსა" მეორე ადგილზეა, 31 გოლით.
    • "ატლეტიკოს" საჯარიმოდან ყველაზე მეტი, 38 გოლი აქვს გატანილი, ხოლო საჯარიმოს გარედან მხოლოდ 8. 8 გოლით მადრიდელები მე-4 ადგილს იკავებენ. "ბლაუგრანას" საჯარიმოდან 34 გოლი აქვთ გატანილი და მე-2 ადგილზე არიან, ხოლო საჯარიმოს გარედან გატანილი გოლების მიხედვით საუკეთესო შედეგი აქვთ ნაჩვენები, 12 გოლი.
    • "ბარსას" პენალტით გატანილი აქვს 7 გოლი, "ატლეტიკოს" კი მხოლოდ 1.
    • "ბარსელონას" ფეხბურთელებს მარჯვენა ფეხით 33 გოლი აქვთ გატანილი. კატალონიელები აქაც საუკეთესოები არიან. "ატლეტიკოს" ფეხბურთელებს მარჯვენა ფეხით 22 გოლი აქვთ გატანილი და მე-4 ადგილზე იმყოფებიან. მარცხენა ფეხით "ბარსამ" გაიტანა 16 გოლი, "ატლეტიკომ" კი 15. "ატლეტიკომ" თავით 8 გოლი გაიტანა, "ბლაუგრანამ" მხოლოდ 3.
    • "ბარსას" კარში დარტყმების რაოდენობის მიხედვით მეორე ადგილზეა (287 დარტყმა, მატჩში საშუალოდ 15,9), "ატლეტიკო" კი მეექვსეზეა (253, საშუალოდ 14,1). "ბარსას" ფეხბურთელებს ყველაზე მეტი, 36 ასისტი აქვთ გაკეთებული, "ატლეტიკოს" ფეხბურთელებს კი 26.
    • საერთო გადაცემების რაოდენობით "ბარსა" პირველია (12726). 12726 გადაცემიდან ზუსტი აღმოჩნდა 11051, საერთო რაოდენობის 86.4%. "ატლეტიკოს" ანგარიშზე 8453 გადაცემაა, აქედან 6430 ზუსტი, 71.1%.
    • კვლავ გადაცემები. "ბარსელონამ" ზედიზედ ყველაზე მეტი 45 პასი გააკეთა, "ატლეტიკომ" კი 28. "ბარსას" ქუსლით გაკეთებული აქვს 62 გადაცემა, "ატლეტიკო" კი მე-18 ადგილზეა, 26 გადაცემით.

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge