მესის მე-3 "ოქროს ბუცი" მუზეუმში განთავსდება

მესის მე-3 "ოქროს ბუცი" მუზეუმში განთავსდება

კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელი თავდამსხმლის, ლიონელ მესის რიგით მე-3 "ოქროს ბუცი" კარიერაში, რომელიც ფეხბურთელმა 2013 წელს აიღო, "ბარსელონას" მუზეუმში დაიდებს ბინას. ჯილდო მუზეუმის სპეციალურ განყოფილებაში - "მესის დარბაზში" განთავსდება. ამ დარბაზში მსურველს ასევე ექნება შესაძლებლობა იხილოს ფეხბურთელის ოთხი "ოქროს ბურთი", რომლებიც ფეხბურთელმა 2009-2013 წლებში მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ მესიმ 2012/2013 სეზონის შედეგებით ევროპის საუკეთესო ბომბარდირის წოდება მიიღო (46 გატანილი გოლი).

აქვე გეტყვით, რომ ფეხბურთელმა ზემოთხსენებული ჯილდო უკვე მოიპოვა 2009/2010 სეზონის (34 გოლი) და 2011/2012 სეზონის შედეგებით (50 გოლი). 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.