ხუანფრანი "ბარსელონასთან" თამაშს შეძლებს

ხუანფრანი "ბარსელონასთან" თამაშს შეძლებს

მადრიდის "ატლეტიკოს" მცველი, ესპანეთის ჩემპიონატის უახლოეს მატჩში მონაწილეობის მიღებას შეძლებს.

ხუანფრანმა სეზონში მეხუთე გაფრთხილება გასულ მატჩში, "მალაგასთან" (1:0) მიიღო და დისკვალიფიკაციის გამო კატალონიურ გუნდთან შეხვედრა უნდა გამოეტოვა. თუმცა, "ატლეტიკომ" ყვითელი ბარათის გასაჩივრება მოახერხა და სააპელაციო კომიტეტმა ის გააუქმა, რადგან მადრიდელებმა შეძლეს იმის დამტკიცება, რომ მეტოქემ იმ ეპიზოდში ისიმულიანტა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.