ტერ შტეგენი და „ბარსელონა“ 4-წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ

  • 8-01-2014, 01:34
  • ტერ შტეგენი და „ბარსელონა“ 4-წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ

    მიონხენგლადბახის "ბორუსიას" მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი "ბარსელონასთან" 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ამ ინფორმაციას გერმანელი ჟურნალისტები ავრცელებენ.

    ტერ შტეგენი რომ ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, ეს მიონხენგლადბახელებმაც დაადასტურეს და თავად ფეხბურთელმაც. საყოველთაო მოსაზრებით, 21 წლის მეკარე კარიერას "ბარსელონაში" განაგრძობს, რომელთანაც მას, თურმე, პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებული ჰქონია. მას შემდეგ, რაც "ბარსელონა" და "ბორუსია" ერთმანეთთან მოილაპარაკებენ, ტერ შტეგენი ხელს 4-წლიან კონტრაქტს მოაწერს.

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    მოგვიწონე Facebook-ზე და გაიგე ყველაფერი პირველმა