ალბა: "არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ მოიგებს "ოქროს ბურთს"

ალბა: "არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ მოიგებს "ოქროს ბურთს"

კატალონიის "ბარსელონას" მცველი, ჟორდი ალბა აცხადებს, რომ მისი თანაგუნდელი ლიონელ მესი, მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელად დარჩება, მაშინაც კი, თუ ის "ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს.

არგენტინელი კრიშტიანუ რონალდუსთან და ფრანკ რიბერისთან ერთად ნომინირებულია პრესტიჟული ინდივიდუალური ტიტულის მოგებაზე. ლიონელის შანსი მცირეა, რადგან ტრავმის გამო მან სრული ძალებით ვერ შეძლო თავისი შესაძლებლობების გამოვლინება. თუმცა, ალბას მესი კვლავ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად მიაჩნია.

"არ ვიცი, თუ ვინ მოიგებს "ოქროს ბურთს", ეს მე არ მაინტერესებს. ლიონელი კვლავ საუკეთესო ფეხბურთელია მსოფლიოში", - აცხადებს მარცხენა მცველი.

"ახლა ის მთლიანად ფოკუსირებულია ტრავმის შემდეგ მკურნალობაზე. ის არის მშვიდად და ბედნიერია "ბარსელონაში".

ჟორდი ალბამ რამდენიმე სიტყვა, ასევე თავის გუნდზეც თქვა.

"შესაძლოა, ჩვენ სრული ძალებით არ გვითამაშია, მაგრამ კვლავ ვლიდერობთ ჩემპიონატში, გავედით ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში და ესპანეთის თასის შემდეგ ეტაპზე. ეს კარგია".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.