ესპანეთი–ჰოლანდია. მწვრთნელები მატჩის შემდეგ

ესპანეთი–ჰოლანდია. მწვრთნელები მატჩის შემდეგ

როგორც მოგეხენებათ გუშინ გაიმართა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი, სადაც ერთმანეთს ესპანეთის და ჰოლანდიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ (1:0). შეხვედრის შემდეგ ორივე გუნდის მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა და ისაუბრა თამაშის შესახებ.

ბერტ ვან მერვეიკი

"ძალიან სამწუხაროა, რომ დავმარცხდით, თუმცა რას ვიზამთ, ეს სპორტია, სადაც დამარცხებულებიც არიან და გამარჯვებულებიც. დღეს გაიმარჯვა საუკეთესომ. პირველი ტაიმი ესპანეთის ნაკრებმა პრესინგით დაიწყო, თუმცა მეორე ნახევარში ჩვენ უფრო კარგად გამოვიყურებოდით და რამდენიმე ძალიან კარგი საგოლე მომენტიც გვქონდა. არიენ რობენს შეეძლო გადაეწყვიტა მატჩის ბედი. მატჩის დასასრულისას მსაჯმა არ დანიშნა კუთხური, არადა ყველამ კარგად დავინახეთ, რომ სნეიდერის დარტყმულის შემდეგ, ბურთი მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელს მოხვდა და დატოვა მოედნის ფარგლები. თქვენ ჩემს თვალებზე ვერ ხედავთ ცრემლებს, მაგრამ მე ძალიან დამწუხრებული ვარ; ჩვენ ხომ სულ ახლახანს დავმარცხდით მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში." 

ვისენტე დელ ბოსკე

"ეს შესანიშნავი დღეა. ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონები ვართ. მინდა მივულოცო ჰოლანდიის ნაკრებს იმიტომ, რომ მათ შესანიშნავი მატჩი ჩაატარეს და მოგება ნამდვილად გაგვიჭირდა. მე ფინალში სწორედ ასეთ თამაშს მოველოდი და ვფიქრობ, ორივე გუნდმა ძალიან სანახაობრივი და შემტევი ფეხბურთი აჩვენა. ახლა ესპანეთის ნაკრების გასახდელში დიდი სიხარულია. ამ ემოციების აღწერა სიტყვებით შეუძლებელია. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ესპანეთის გულშემატკივარს. მადლობა იმისთვის, რომ მთელი ჩემპიონატი ჩვენს გვერდით იყავით და მხარს გვიჭერდით. ამ გამარჯვებით თქვენც ისე უნდა დატკბეთ, როგორც ფეხბურთელები."

წყარო: sports.ru 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.