ფინალში საუკეთესო ინიესტა იყო

ფინალში საუკეთესო ინიესტა იყო

სულ ცოტა ხნის წინ დასრულებული მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად კატალონიის "ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი, ანდრეს ინიესტა დასახელდა, რომელმაც ჰოლანდიელთა კარში თავისი კარიერის უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა და ესპანეთს მსოფლიოს საუკეთესო გუნდის სტატუსი მოუტანა.

გასულ ჩემპიონატზე ინიესტას მესამედ დასახელდა მატჩი საუკეთესო ფეხბურთელად. აქამდე მისი გარჯა გულშემატკივრებმა ჩილესთან და პარაგვაისთან გამართულ მატჩებში დააფასეს.

ჰოლანდიის წინააღმდეგ ჩატარებულ შეხვედრაში ინიესტამ კარში სულ ერთხელ დაარტყა და ისიც წარმატებულად, გააკეთა 70 გადაცემა, რომელთაგან 41 ზუსტი გამოდგა და დაფარა 14.028 კილომეტრი. შეგახსენებთ, რომ ესპანეთისთვის მსოფლიოს ჩემპიონობის მომტანი გოლი ინიესტამ 116-ე წუთზე გაიტანა.

წყარო: fifa.com

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.