"ბარსელონა" მზადაა მარკესი 7 მილიონ ევროდ გაყიდოს

"ბარსელონა" მზადაა მარკესი 7 მილიონ ევროდ გაყიდოს

ესპანურმა "ბარსელონამ" ოფიციალურად დააყენა რაფაელ მარკესი ტრანსფერზე. FootballPress–ის ცნობით, კატალონიელები მზად არიან გაყიდონ მექსიკელი მცველი 7 მილიონ ევროდ. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ მარკესსა და "ლურჯ–ბროწეულისფერების" მწვრთნელ, ხოსეპ გვარდიოლას შორის საუბარი შედგა. პეპმა რაფას ვერ შეჰპირდა, რომ იგი შემდეგ სეზონს ძირითად შემადგენლობაში დაიწყებდა. აღსანიშნავია, რომ 31 წლის მცველით უკვე დაინტერესდნენ "იუვენტუსი", "ვილიარეალი" და "გალათასარაი".

რაფაელ მარკესი "ბარსელონას" ღირსებას 2003 წლიდან იცავს. იგი მართლაც შესანიშნავად ასპარეზობდა მთელი 6 წლის განმავლობაში, თუმცა წინა წელს ტრავმის გამო პრაქტიკულად მთელი სეზონი გამოტოვა და ასაკთან ერთად სწორედ ეს გახდა მთავარი მიზეზი მისი ტრანსფერზე დაყენებისა.

წყარო: soccer.ru 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.