ნეიმარი "ბარსას" თვალთახედვის არეში მოექცა

ნეიმარი "ბარსას" თვალთახედვის არეში მოექცა

ეს ბიჭი ბრაზილიელია, 18 წლის და ჩვეულებრივ მარცხენა ფლანგზე ასპარეზობს ბრაზილიურ კლუბ "სანტოსში", რომელიც ერთ-ერთი წამყვანი გუნდია სამხრეთ ამერიკაში.

კეირსონმა, რომელიც ორი სეზონის წინ დიდი ენთუზიაზმით გადმოვიდა კატალონიურ კლუბში, თავისი ადგილი ვერ დაიმკვიდრა ვერც ესპანეთში, ვერც პორტუგალიაში და ვერც იტალიაში, ამიტომ მან გადაწყვიტა და მალე სამშობლოში დაბრუნდა. მიუხედავად იმისა რომ კეირსონი "სანტოსში" ითამაშებს, იგი მაინც "ბარსელონას" საკუთრებაში ჩაითვლება.

უკვე ცნობილია, რომ "ბარსა" ამ ტრანსფერთან ერთად რომელიმე ახალგაზრდა და პერსპექტიული ფეხბურთელის შეძენას ეცდება ამავე კლუბიდან. "სანტოსში" არაერთი ასეთი ახალგაზრდა ასპარეზობს, მაგრამ ყველაზე დიდ ინტერესს მაინც ნეიმარ და სილვა სანტოსი იწვევს. ბიჭი, რომელიც უკვე სარგებლობს მეორე მესის სახელით ბრაზილიაში. ამ ფეხბურთელმა ბავშვობიდანვე დაიპყრო ევროპული და სამხრეთ ამარიკული კლუბების გულები.

ნეიმარი "სანტოსმა" 2003 წელს შეიძინა. მისი მახასიათებლები სრულიად ემთხვევა თანაკლუბელი რობინიოს მახასიათებლებს. ეს არის კრეატიული ფეხბუთელი, რომელიც იდეალურად ერგება შემტევი ნახევარმცველის, ან მეორე ფორვარდის პოზიციას, რადგან მშვენივრად იყენებს თავის სისწრაფეს და მოძრაობის დახვეწილ სტილს. ნეიმარი ასევე გამოირჩევა იშვიათი ტექნიკურობით და გოლის საოცარი ალღოთი. ის მშვენივრად იყენებს ორივე ფეხს, არასდროს ნებდება და ნებისმიერი ბურთისთვის იბრძვის. ასევე, ყველასთვის ცნობილია, რომ ამ ბიჭით სერიოზულადაა დაინტერესებული "მადრიდის რეალიც". გასაკვირი არცაა, რადგან ბრაზილიელი თავისი პროდუქტიულობით ყველას აოცებს(ჩაატარა 80 მატჩი და გაიტანა 41 გოლი).

[media=http://www.youtube.com/watch?v=0OjFR296_f8]

წყარო: www.sport.es 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.