მესი, ინიესტა და დეულოფეუ საუკეთესოები არიან

მესი, ინიესტა და დეულოფეუ საუკეთესოები არიან

Marca-სგან განსხვავებით, ესპანეთის საფეხბურთო ლიგამ გასული სეზონის ობიექტურად შეფასება გადაწყვიტა და საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მას მიანიჭა, ვინც ბომბარდირი დიდი სხვაობით გახდა და რაც მთავარია, ვისი გოლების წყალობითაც, "ბარსელონამ", საჩემპიონო ბრძოლაში, "რეალს" შანსი არ დაუტოვა. ლა ლიგის 2012-13 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო თავდამსხმელი ლიონელ მესია, ხოლო საუკეთესო შემტევი ნახევარმცველი - ანდრეს ინიესტა.

ესპანეთის საფეხბურთო ლიგის ვერსიით, 2012-13 წლების სეზონის პერსონალური ჯილდოები ასე გადანაწილდა:

საუკეთესო მეკარე: ტიბო კურტუა ("ატლეტიკო")

საუკეთესო მცველი: სერხიო რამოსი ("რეალი")

საუკეთესო ნახევარმცველი: ასიერ ილიარამენდი ("სოსიედადი")

საუკეთესო შემტევი ნახევარმცველი: ანდრეს ინიესტა ("ბარსელონა")

საუკეთესო თავდამსხმელი: ლიონელ მესი ("ბარსელონა")

საუკეთესო ფეხბურთელი: ლიონელ მესი ("ბარსელონა")

ფეირ პლეის პრიზი (ფეხბურთელებში): იკერ კასილიასი ("რეალი")

ფეირ პლეის პრიზი (გუნდებში): "ატლეტიკი"

სეზონის აღმოჩენა: ასიერ ილიარამენდი ("სოსიედადი")

საუკეთესო მწვრთნელი: დიეგო სიმეონე ("ატლეტიკო")

გარდა ამისა, საუკეთესოები გამოვლინდნენ ესპანეთის მე-2 დივიზიონშიც. გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად "ბარსელონა ბ"-ს შემტევი ჟერარ დეულოფეუ დასახელდა, რომელიც, ამჟამად, "ევერტონშია" განათხოვრებული.

შეგახსენებთ, რომ ამ ჯილდოების გამარჯვებულებს ესპანეთის ჩემპიონატში მომუშავე მწვრთნელები და ფეხბურთელები ხმის მიცემით ავლენენ.

აქვე, მცირე ისტორიული ექსკურსი: ესპანეთის საფეხბურთო ლიგამ საუკეთესოს დასახელება 5 წლის წინ დაიწყო და საუკეთესო ფეხბურთელის წოდება ხუთივე შემთხვევაში ლიონელ მესიმ მოიპოვა. ამის გარდა, 2008-2012 წლებში, "ბარსელონას" წარმომადგენლებს შემდეგი ინდივიდუალური ჯილდოები მოუგიათ: 2008-09 - პეპ გუარდიოლა (საუკეთესო მწვრთნელი), დანი ალვესი (საუკეთესო მცველი), ჩავი (საუკეთესო ნახევარმცველი), ანდრეს ინიესტა (საუკეთესო შემტევი ნახევარმცველი), სერხიო ბუსკეტსი (სეზონის აღმოჩენა). 2009-10 - პეპ გუარდიოლა (საუკეთესო მწვრთნელი), ვიქტორ ვალდესი (საუკეთესო მეკარე), ხერარდ პიკე (საუკეთესო მცველი), ჩავი (საუკეთესო ნახევარმცველი), ლიონელ მესი (საუკეთესო თავდამსხმელი), პედრო როდრიგესი (სეზონის აღმოჩენა). 2010-11 - პეპ გუარდიოლა (საუკეთესო მწვრთნელი), ვიქტორ ვალდესი (საუკეთესო მეკარე), ერიკ აბიდალი (საუკეთესო მცველი), ჩავი (საუკეთესო ნახევარმცველი), ანდრეს ინიესტა (საუკეთესო შემტევი ნახევარმცველი), ლიონელ მესი (საუკეთესო თავდამსხმელი). 2011-12 - პეპ გუარდიოლა (საუკეთესო მწვრთნელი), ანდრეს ინიესტა (საუკეთესო შემტევი ნახევარმცველი), ლიონელ მესი (საუკეთესო თავდამსხმელი), კარლეს პუილი (ფეირ პლეის პრიზი). წინა 4 სეზონში, 35 ნომინაციიდან, "ბარსელონას" ფეხბურთელებს პირველობა 26-ჯერ დარჩათ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.