29 ნოემბერი

29 ნოემბერი

2010 წლის 29 ნოემბერს, თავის 111 წლის იუბილეზე, "ბარსელონამ" "რეალი" 5:0 გაანადგურა. გოლები ჩავიმ, პედრომ, ვილიამ (2) და ხეფრენმა გაიტანეს.

2009 წლის 29 ნოემბერს, თავის 110 წლის იუბილეზე, "ბარსელონამ" "რეალი" 1:0 დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი გოლი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გაიტანა.

2005 წლის 29 ნოემბერს, ჟურნალ France Football-ის ვერსიით, ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა "ბარსელონას" ბრაზილიელი ვარსკვლავი რონალდინიო. მან 260 შესაძლებლიდან 225 ხმა აიღო.

1899 წლის 29 ნოემბერს დაარსდა საფეხბურთო კლუბი "ბარსელონა". კლუბის პირველი წევრი მისი დამაარსებელი ხუან გამპერი იყო, ხოლო ვალტერ ვილდი პირველ პრეზიდენტად აირჩიეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.