„ბარსამ“ „კამპ ნოუზე“ 2500-ე გოლი გაიტანა

„ბარსამ“ „კამპ ნოუზე“ 2500-ე გოლი გაიტანა

სესკ ფაბრეგასის მიერ "გრანადას" კარში გატანილი გოლი 2500-ე იყო, რომელიც "ბარსამ", "კამპ ნოუზე", ლა ლიგაში გაიტანა. კატალონიელებს, საპასუხოდ, მხოლოდ 772 გოლი აქვთ გაშვებული.

"ბარსას" "კამპ ნოუზე" 2500 გოლის გასატანად 992 თამაში დასჭირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კატალონიელებს მატჩში საშუალოდ 2.5 გოლი გააქვთ. ამ 992 შეხვედრიდან "ბარსამ" 748 მოიგო, 157 ფრედ დაასრულა და 87 წააგო.

თუ "ლეს კორტესის" სტადიონზე ჩატარებულ შეხვედრებსაც ჩავთვლით, "ბარსას" ლა ლიგის საშინაო მატჩებში 3517 ოლი აქვს გატანილი. ძველ სტადიონზე, კატალონიელებმა 1015 ბურთი გაიტანეს და 361 გაუშვეს, 245 თამაში მოიგეს, 41 ფრედ დაასრულეს და 34 წააგეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.